"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მერად "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატს ნიკა მელიას უჭერს მხარს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის წევრმა ცოტნე კობერიძემ ისაუბრა.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიცე-მერის საკუთარ კანდიდატს წარადგენს. ცნობილი ხდება, რომ პარტიას თბილისში 3 ან მეტი მაჟორიტარობის კანდიდატიც ეყოლება და ამ ოლექბში სხვა პარტიებისგან მხარდაჭერას მიიღებენ.
ვინ იქნებიან პარტიის ვიცე-მერისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, ეს ჯერჯერობით უცნობია. როგორც პარტიაში გვითხრეს, ამას პრაიმერისის გზით, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები გადაწყვეტენ.
კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა Facebook ჯგუფში დღეს, 23 ივლისს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. გადაწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.