ჩვენი პარტია თბილისში არ დააყენებს მაჟორიტარებს და მხარს დაუჭერს საერთო კანდიდატებს - მელია

გამოქვეყნდა:

"მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პარტია თბილისში, არსად არცერთ რაიონში არ დააყენებს მაჟორიტარობის კანდიდატებს და მხარს დაუჭერს საერთო მრავალპარტიული შეთანხმების კანდიდატებს", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენის პრეზენტაციაზე თქვა. 

როგორც მელია ამბობს, ახლა "ერთობის, ბრძოლისა და გამარჯვების დრო დადგა". მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ვიწროპარტიული ინტერესების მიღმა დადგნენ და საზოგადოებას საკუთარი ერთიანობა აჩვენონ. 

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება.

"მართალი ბრძოლა, საბოლოო ჯამში, გამარჯვებით სრულდება" | ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი