ზურაბიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა - ოქრუაშვილი

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა - ამის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საუბრობს. მისი აზრით, დამაჯერებლობა აკლია პრემიერის განცხადებასაც, რომელიც ამბობს, რომ უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან დაუმსახურებლად გამოვიდნენ. 

ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ყველაფერი დიდი პოლიტიკური შეთანხმების შედეგია და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებაა. 

მისი მხრიდან ეს გზავნილი, რომ თითქოს ჩვენ ვართ ქვეყნის დამაქცეველი და პრეზიდენტმა ძალიან ცუდი რამ  ჩაიდინა, როდესაც ჩვენ შეგვიწყალა, მაშინ თუ ასე იყო, მას შეეძლო ხელი შეეშალა ამ პროცესისთვის და როგორც მინიმუმ, პრეზიდენტი გადაერწმუნებინა. მითუმეტეს, პრეზიდენტმა თუ ადრე შეატყობინა მას, მაგრამ ეს ყველაფერი ყველამ კარგად იცის, რომ არის დიდი პოლიტიკური შეთანხმების შედეგი. მთელი ძალისხმევა ჩვენი, პირველ რიგში, იქნება იმისკენ, რომ შეთანხმება შესრულდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები მივიღოთ, მაგრამ ამას სჭირდება, ვიდრე კენჭისყრა მოხდება, გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება, - აცხადებს ოქრუაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი