დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია იქნება.
"ეს არის ცვლილებების დრო, ეს არის გამარჯვების დრო" - ამბობს ელენე ხოშტარია კანდიდატების პრეზენტაციაზე და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის და ნიკა მელია სხვადასხვა გუნდს წარმოადგენენ, საერთო ბრძოლას აცხადებენ.
"დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე... ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს "ოცნების" მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, - ამბობს ხოშტარია.
იხილეთ ასევე:
"მართალი ბრძოლა, საბოლოო ჯამში, გამარჯვებით სრულდება" | ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს