აქ უკვე პოლიტიკა არაფერ შუაშია. ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას და ფიზიკურ გადარჩენას ვუჭერ მხარს - წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ნიკა გვარამია ოპოციისა და "ქართული ოცნების" ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.
"აქ უკვე პოლიტიკა არაფერ შუაშია. ჩემი ოჯახის უსაფრთხოებას და ფიზიკურ გადარჩენას ვუჭერ მხარს. შენ კი პასუხს აგებ პირადად კახა კალაძე, ნაგავო", წერს "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამოქმედა. არა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან.
"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა თბილისის მერს, კახა კალაძეს, "პირადი მტერი" უწოდა.