მერია: პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა, "თბილსერვისი" ჩამოხსნის

გამოქვეყნდა:

თბილისის მერია დედაქალაქის ქუჩებში ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების საწინააღმდეგო პლაკატების გაკვრას ეხმაურება. უწყებაში ამბობენ, რომ ეს პლაკატები მოქალაქეთა ჯგუფმა "თვითნებურად გააკრა" და მათ ჩამოხსნას "თბილსერვის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად გააკრა პლაკატები და დაამახინჯა ქალაქის იერსახე, რაც უკანონო ქმედებაა. აღნიშნული პლაკატების ჩამოხსნას უზრუნველყოფს "თბილსერვის ჯგუფი", ხოლო რაც შეეხება კანონდამრღვევთა დაჯარიმებას, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

"ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ჩვეულ ტაქტიკას მიმართა და წინასაარჩევნოდ სიძულვილის მანქანა აამოქმედაარა ნაცებს! არა ბოროტებას! - თბილისის ქუჩებში ამ წარწერებით პლაკატები გამოჩნდა, ოღონდ, ამჯერად ოპოზიციური პარტიის ლიდერების გარდა, ბანერებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი კრიტიკული მედიის მენეჯერებიც არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი