სიძულვილით სავსე ქალაქი | იაფფასიანი პროპაგანდა დემოკრატიის ნაცვლად

გამოქვეყნდა:

სიძულვილით სავსე ქალაქი სიცოცხლით სავსე ქალაქის ნაცვლად. მეტი ძალადობა თბილისის ყველა უბანში. მეტი აგრესია, მეტი ბოღმა და მეტი ზიზღი ყველა ოჯახში. პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპას გასაოცარ დემოკრატიას პირდებოდა - დღეს სწორედ სიძულვილის გზას სთავაზობს ჩვენს ქვეყანას.

მაინც რაში დასჭირდა ხელისუფლებას ისევ სიძულვილის ბანერების გამოფენა, ისევ ძალადობისკენ წაქეზება,
მითუმეტეს 5 ივლისის დარბევის შემდეგ, რომელსაც დღემდე ფორმალურად მაინც ხელისუფლება ემიჯნებოდა.

თუ კარგად დააკვირდებით ამ ბანერებს, იქ ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია წარმოჩენილია ერთ კონტექსტში, როგორც ანტიეკლესიური ძალა. ალბათ გაგახსენდათ პრემიერის რიტორიკა, ალბათ 5 ივლისის მოძალადეების რეპლიკებიც გაგახსენდათ. დიახ - ამჯერადაც ისევ მოქალაქეების პატრიოტულ გრძონებეზე თამაშობენ. ოღონდ არა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი აინტერესებთ, ან წარსული აღელვებთ. არა - მათი ერთადერთი ამოცანა დღევანდელი დღეა, ძალაუფლებაში დარჩენაა. და ამ სიძულვილის სტრატეგიით აპირებენ კიდევ უფრო მეტი ძალადობის კულტივირებას, რომ დაშინებული, გაყოფილი და დაბეჩავებული საზოგადოება კიდევ უფრო დიდხანს მართონ.

აი ასე, იაფფასიანი პროპაგანდა ეკონომკური აღმავლობის და დემოკრატიის ნაცვლად. აი ასე, ხელისუფლება რომლსაც მხოლოდ თავისი ჯიბე აინტერსებს, მშიერ და ღარიბ მოქალაქეებს პურის მაგიერ ზიზღს სთავაზობს, სანახაობად კი მხოლოდ ძალადობას და 54 ნაცემ ჟურნალისტს. 

ამ ბოროტების სტრატეგიის ტაქტიკური შედეგები დღესაც ვნახეთ - ოპოზიციის წარმომადგენლებს დღეს ვინმე უსახელო ძველი ბიჭი ლამის მანქანით დაეჯახა, აგინა და დაემუქრა. ალბათ გახსოვთ როგორ მოიხსენია წულუკიანმა პოლიცია, როცა მიკროფონის დასაბრუნებლად სამართალდამცველებს მივმართეთ, ვიღაცები მოვიდნენო. ასევე აგდებულად მოიხსენია დღეს ამ უსახელო ძველმა ბიჭმა პატრული. და იგივე მოხდება ხვალაც, ზეგაც და ყოველთვის, ვიდრე ძალაუფლების სადავეებთან იქნებიან ადმიანები, ვინც საზრდოობს ამ სიძულვილით. და ვიდრე ეს მოძალადეები მართვის სადავეებთან დგანან, ეს ზიზღი და აგრესია კიდევ საშიშ მასშტაბებს მიიღებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი