რატომ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ არის 5 ივლისის სისხლი სწორედ ხელისუფლების ხელებზე - გარდა იმისა, რომ თავისი განცხადებებით პრემიერი აქეზებდა, თავისი უმოქმედობით კი ვახტანგ გომელაური ხელს უწყობდა ძალადობას თბილისის ქუჩებში, არსებობს უამრავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თარეში სუს-ის კაბინეტებში იყო დაგეგმილი.
ჩვენ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყარომ მოგვაწოდა სხვადასხვა ფრაგმენტი ამ მასობრივი ძალადობისა, მოზაიკის აწყობის შემდეგ კი გასაგები ხდება, რომ რეალური მიზანი სწორედ ჟურნალისტების დასჯა იყო, იმათი, ვის დასრულებასაც წულუკიანი 3 ოქტომბერს აანონსებს. გასაგები ხდება ისიც, რომ ეს ღარიბაშვილის წინასაარჩევნო გენერალური რეპეტიციაა.