სანამ წულუკიანი "მთავარი არხის" მიკროფონით ერთობა, ჩვენს ჟურნალისტს რუსი სამხედროები მოკვლით ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

სწორედ მაშინ, როცა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა "მთავარი არხის" ქონება გაიტაცა და სენაკის თეატრში ჩვენი მიკროფონით ერთობოდა, სულ 40-ოდე კილომეტრში რუსი ოკუპანტები მსგავსი მიკროფონით აღჭურვილ ჩვენს ჟურნალისტს დახვრეტით ემუქრებოდნენ.

ენგურთან ქეთა ციცქიშვილი მუშაობდა რეპორტაჟზე, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, როგორ ცხოვრობენ ხელისუფლებისგან მივიწყებული ადამიანები საოკუპაციო ზოლიდან სულ რამდენიმე მეტრში. აქ "ქართული ოცნების" წევრები არ ჩადიან, გაურბიან იმ რუსულ კალაშნიკოვებს, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად ემუქრებიან. გაურბიან ისეთივე წარმატებით, როგორც გაურბიან რუსულ ოკუპაციაზე საუბარს.

ენგურთან "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე ადრე ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტი, მთავარსარდალი, რომლის ქვეყანაც ასევე ომშია ჩვენს საერთო მტერთან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რომ რუსული "კალაშნიკოვები" ყველას ერთიანად იმეტებენ, დიდსაც, პატარასაც, მტყუანსაც და მართალსაც, და ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს მეთაური იქ მარტო იდგა, მასთან არცერთი "ოცნების" მაღალჩინოსანი არ ყოფილა. ისევე მარტო - როგორც იქ წლებია უკვე ცხოვრობენ ხელისუფლებისგან მივიწყებული მოქალაქეები.

ქეთა ციცქიშვილის სიუჟეტი - "ოკუპაციის საზღვარი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი