"დღეს კომენტარების გარეშე" | "ოცნების" ბოიკოტი კრიტიკულ მედიას

გამოქვეყნდა:

ბიძინას გაუმარჯოს! - აი ერთადერთი, რისი მოსმენაც ხელისუფლებას ჩვენგან უნდა. აი რატომ მოიპარა წულუკიანმა მიკროფონი. სხვა ყველა შეკითხვა, სიღარიბეზე, გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, რუსულ ოკუპაციაზე, რაზეც "ქართულ ოცნებას" პასუხი არ აქვს უკვე 9 წელია, მათი შეფასებით მხოლოდ ფსიქოლოგიური ძალადობაა.

ჟურნალისტებს გვეუბნებიან, რომ 5 ივლისის დარბევა იყო რაღაც ჩხუბი ქუჩაში, რომ ნაცემი 54 ჟურნალისტი არაფერს ნიშნავს, რომ ლექსოს სიკვდილი დასანანია, მაგრამ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ, მიკროფონი მივუშვიროთ ღარიბაშვილს და პეპლებზე ან ზებრებზე დავუსვათ შეკითხვები. არადა ჩვენ ერთადერთი კითხვა გვაქვს ძალადობის წამქეზებელ პრემიერთან, როდის წახვალთ იმ თანამდებობიდან, რომელსაც 5 ივლისის შემდეგ ასე კატასტროფულად აღარ შეეფერებით?

ბოიკოტი კრიტიკულ მედიას - მარტივი გზა პასუხისმგებლობისგან გასაქცევად. "ქართული ოცნება", მარტივად რომ ვთქვათ, ებუტება ყველა ჟურნალისტს, რომელიც მათთვის არასასურველ კითხვებს სვამს. 

გვეუბნებიან, რომ არ ვართ მედია, რომ ჟურნალისტებს გვაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და მიზნები. ეს  მაშინ, როცა 54  ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი ქვეყნის მთავარ გამზირზე სახალხოდ პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემეს, ოპერაორი ლექსო ლაშქარავა კი ცემის შემდეგ, რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი