წულუკიანი ისტორიულ შენობას ანგრევს | რა ბედი ელის მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს

გამოქვეყნდა:

ხელოვნების მუზეუმის შენობა 1835 წელს აშენებული პირველი ნეოკლასიკური სტილის ნაგებობა და პირველი ევროპული სასტუმრო იყო თბილისში. მალევე შენობა რუსეთის საეგზარქოსომ შეიძინა და იქ თბილისის სასულიერო სემინარია მოაწყო. სემინარიის მთავარი მიზანი ქვეყანაში რუსული კოლონიალიზმის განმტკიცება და ცარიზმის მორჩილი მოქალაქეების აღზრდა იყო. უმძიმესი რეპრესიების მიუხედავად სწორედ ეს შენობა იქცა ეროვნული გამოღვიძების ერთ-ერთ მთავარ კერად. სემინარიაში სადაც სხვადასხვა დროს სწავლობდნენ იაკობ გოგებაშვილი და იოსებ სტალინი, იატაკქვეშ გამოიცემოდა ხელნაწერი ქართულ ენოვანი ეროვნული ჟურნალებიც და სოციალისტური ბროშურები. 

წულუკიანმა მინისტრად დანიშვნისთანავე ამირანაშვილის სახელობის ორასწლოვანი შენობის შესწავლა სამი წლის წინ შექმნილ კომპანიას დაუკვეთა. ყველაფერი ძალან სწრაფად მოხდა. უკვე 4 ივლისს კომპანია "კარიატიდამ" დასკვნაში ჩაწერა, რომ მისი აღდგენა დიდ ტექნიკურ სირთულეებსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ევაკუაციის გეგმა მზადაა და სასწრაფოდ, 5 აგვისტომდე უკვე უნდა გადაიტანონ ექსპონატები. თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთ ყოფილი ხელმძღვანელი კი დარწმუნებულია, რომ ამირანაშვილის მუზეუმის აღდგენა მარტივად შეიძლება, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესები და პანორამა თბილისის პროექტი, რომლის მშენებლობაც ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. 

კულტურის სამინისტრო კონკრეტულად არ ამბობს, დაანგრევენ თუ არა შენობას, მაგრამ ამბობს იმას, რომ მისი რესტავრაცია არარენტაბეულურია, ექსპონატებისა და თანამშრომლების ევაკუაციის გეგმაც ამოქმედებულია. მინისტრი გადაბრალების რეჟიმშია, ამტკიცებს, რომ შენობა აქ წინა ხელისუფლების მიერ ესტაკადის მშენებლობამ დააზიანა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბუნდოვანი და ამ დრომდე გაურკვეველია იმ საგანძურისა და სიწმინდეების ბედია, რომელიც ამ შენობაში ინახება - სამინისტრო ამბობს, რომ საგანძური სხვაგან გადავა, მაგრამ არ აკონკრეტებს სად? ამ სიწმინდეებზე წლებია პრეტენზიას ეკლესია აცხადებს. ათეული წლებია ამას ეწინააღმდეგებოდა მუზეუმის ყველა ხელმძღვანელი. ახლა უკვე არავინ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქო კიდევ ერთხელ მოიმადლიეროს და ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. 

ნინო კეკელიას სიუჟეტი - "ეროვნული მუზეუმი"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი