სოზარ სუბარისა და ვიქტორ ჯაფარიძის დანაშაულებრივი სქემა | 48 მლნ პატიმრების "შიმშილის" ხარჯზე

გამოქვეყნდა:

მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უკონკუტენტოდ მოგებული ტენდერები, შეუსრულებელი ვალდებულებები და თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმე. დანაშაულებრივი სქემა, რომელსაც "ქართული ოცნების" დეპუტატები, ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი მართავდნენ, სათავეს 2013 წლიდან იღებს - მაშინ, როცა სასჯელაღსრულების სამინისტროს სოზარ სუბარი ხელმძღვანელობდა. კომპანიამ, რომელიც პატიმრების კვებაზე იყო პასუხისმგებელი, მილიონობით ლარი ჯიბეში ჩაიდო, ნაკისრი ვალდებულება კი არ შეასრულა.

შპს GMM - ეს არის კომპანია, რომელიც სოზარ სუბარის მინისტრობისას, სასჯელაღსრულების სამინისტროში ყველა ტენდერს უკონკურენტო გარემოში იგებდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 48 მილიონი ლარი აქვს მიღებული. მთავარი უცნაურობა კი ისაა, რომ გავლენიანი კომპანიის მეწილეებად გაფორმებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეალურად მხოლოდ დამხარე ფუნქციას ასრულებდნენ. დოკუმენტების მიხედვით კომპანიას GMM-ის მფლობელები, მანუჩარ გუნთაიშვილი და ვახტანგ გაგნიძე იყვნენ. წყარო საგამოძიებო უწყებიდან გვიყვება რომ კომპანიის რეალური მფლობელი ვიქტორ ჯაფარიძე იყო და მილიონობით ლარს, სწორედ ის იღებდა. "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დეპუტატს დღეს არც კომპანიის სახელი და არც ამ კომპანიაში თავისივე ხელით გაფორმებული მეწილეების ვინაობა აღარ ეცნობა.

საკუთარი ბიზნესის სხვა პირზე გადაფორმების ეს პირველი შემთხვევა არ არის. კომპანიები, რომლებიც ვიქტორ ჯაფარიძის სახელზე ან მის ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზეა გაფორმებული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის დაფინანსებას იღებს. როგორც ჩანს გამონაკლისი არც შპს GMM აღმოჩნდა.

გავლენიანი დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს, წყაროს ინფორმაციით კი პატიმრების გამოსაკვებად გამოყოფილი სახელმწიფო ფული ვიქტორ ჯაფარიძემდე ამ გზას გადიოდა: სასჯელარსრულების მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარის დროს ტენდერს ვიქტორ ჯაფარიძის კომპანია უკონკურენტოდ იგებდა. იმის გამო რომ დეპუტატის გამდიდრების შესახებ ვინმეს რამე არ გაეგო პასხუიმგებლობას საპატიმროების კვებით მომარაგაბეაზე ფორმალური მეწილეები მანუჩარ გუნთაიშვილი და ვახტანგ გაგნიძე იღებდნენ.  

აღებული ფული კი ვიქტორ ჯაფარიძის სალაროში ირიცხებოდა. მალე პენიტენციურ დაწესებულებებში კვებით მომარაგების პრობლემა შეიქმნა და კომპნაიის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა "ქართული ოცნების" გავლენიანმა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებაში ესეც დაალაგა. შეუსრულებელი პასუხიმგებლობისთვის კი არავინ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ყველა დამნასავე პირი გაშიფრეს, თუმცა საქმე მაინც თაროზე შემოდეს.

კომპანიის ძველი მეწილეების შემდეგ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა შპს GMM-მაც. შპს ვეგა 108 - ეს არის კომპანიის ახალი დასახელება, რომელსაც დღეს ახალი მფლობელი და დირექტორი ჰყავს. მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე აღებულია, ჩადენილი დანაშაულისთვის კი დასჯილი 
არავინაა. საგამოძიებო უწყების თაროზე სისხლის სამართლის საქმე მანამდე იდება, სანამ ხელისუფლების სავარძლებს ვიქტორ ჯაფარიძე და სოზარ სუბარი იკავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი