"ჩვენი საარჩევნო ვიზუალური მასალა და პლაკატები არის უკვე ქალაქში, სადაც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძეა გამოსახული. ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები, სადაც ჩანს ჩვენი სიმბოლიკა, სადაც ჩანს ჩვენი კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ამ პლაკატებზეა მოცემული. რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას"
ამბობს, "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე თბილისში გამოჩენილ სიძულვილის ენის შემცველ პლაკატებზე საუბრისას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.