"მთავარი ახრის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დღეს, 22:30 საათზე გადაცემა "მთავარ აქცენტებს" აანონსებს. როგორც ნიკა გვარამია Facebook-ზე წერს, გადაცემის სტუმრები მოძრაობა "დროას" ლიდერი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იქნებიან.
დღესვე, იქნება ნიკა გვარამიას მონოლოგი - "სიძულვილით სავსე ქალაქი".
"დღეს, 22:30, მთავარი აქცენტები. მონოლოგი: "სიძულვილით სავსე ქალაქი". სტუმრები: ნიკა მელია, ელენე ხოშტარია პირველი ინტერვიუ კანდიდატებად წარდგენის შემდეგ", - წერს ნიკა გვარამია Facebook-ზე.
ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატი "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, თბილისი მერობის კანდიდატი კი ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია იქნება.