თავდასხმა ხატია დეკანოიძეზე | ენმ-ის წევრი პოლიციაში დაიბარეს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციაში დაიბარეს. პოლიტიკოსი პოლიციის განყოფილებაში უკვე მივიდა. საქმე ეხება გუშინ, 24 ივლისს მის საცხოვრებელ სახლთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მისთვის მანქანის დაჯახება სცადა.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ის პოლიციასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა ობიექტური გამოძების იმედი არ აქვს. მისი თქმით, ოპონენტების მიმართ აგრესია სწორედ ხელისუფლების მხრიდან მოდის.

გუშინ, 24 ივლისს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ხატია დეკანოიძისთვის მანქანის დაჯახება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა. შემთხვევა ნუცუბიძის პლატოზე მაშინ მოხდა, როცა ენმ-ის წევრი ჟურნალისტებს სატელევიზიო კომენტარს აძლევდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი