კალაძისგან განსხვავებით, ნიკა მელია დედაქალაქის მერი არასდროს ყოფილა და, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკული მაგალითები იმის დასანახად, თუ როგორ უხელმძღვანელებდა ის ქალაქს.
ამიტომ ამ შემთხვევაში არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღებისას უფრო მეტად იქნებით დამოკიდებული იმაზე, თუ რას გვთავაზობს ეს კანდიდატი, როგორია მისი ხედვა, ვისთან აპირებს თანამშრომლობას და ა.შ.
მელიას პრეზენტაცია, რომელსაც არანაირი ცერემონიალის სახე არ ჰქონდა, რეალურად ორმაგი წარდგენა იყო - მის გვერდით ელენე ხოშტარია იდგა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან.
ანა ასათიანის სიუჟეტი - "ოპოზიციის ორმაგი კანდიდატი"