ოცნება კვლავ იტყუება - პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ მათ ადრევე იცოდნენ

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ"  ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ მოატყუა - ირკვევა, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება მმართველი პარტიის ლიდერებისთვის მოულოდნელობა არ ყოფილა.

სალომე ზურაბიშვილი თავად აღიარებს, რომ შეწყალების აქტის გამოცემამდე კონსულტაციები გაიარა პირადად ბიძინა ივანიშვილთან და მოსალოდნელი შეწყალების შესახებ პარტიის სხვა ლიდერებსაც შეატყობინა. მმართველი გუნდი კი ტელეკამერების წინ სრული შემადგენლობით ამტკიცებდა, რომ ეს შეწყალება მათთვის მოულოდნელი და მიუღებელი იყო. 

ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს თავისი გადაწყვეტილება იმიტომ აცნობა, რომ ეს უკანასკნელი პარტიის თავმჯდომარეა. 

ოცნების წარმომადგენლები დღესაც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. 

პრეზიდენტის განცხადებაში იყო ცალსახად ნათქვამი, რომ მან ერთპიროვნულად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესოა ის რეაქცია, რაც ამმის შემდეგ ჰქონდა ნაცკლასტერს და მათ კონტროლირებულ ტელევიზიებს, რომლებმაც მიზანმიმართულად დაიწყეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი. 

ოპოზიციის მტკიცებით კი, შეუძლებელია ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლად, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე მიეღო. 

ეს გადაწყვეტილება ივანიშვილთან რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული, ბუნებრივია, არ იქნებოდა მიღებული. რა თქმა უნდა, ყველა იყო საქმის კურსში, ვინც სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა. ვუბრალოდ, მერე დაიწყეს ამ სპექტაკლის გათამაშება და ყველაფრის გადაბრალება სალომე ზურაბიშვილისთვის და როგორც ჩანს მეტი მოუვიდათ. ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნმელობა აქვს იმას, რომ ქართული ოცნება ერთი დიდი სისტემა, რომელიც აგებულია მთლიანად ტყუილზე და აგებულია იმაზე, რომ როგორმე შეინარუჩუნოს ძალაუფლება, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი

არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ივანიშვილს მას შემდეგ შეეშინდა და მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლების გადაწყვეტილება, რაც ტედ კრუზის საკმაოდ მკაცრი განცხადება გავრცელდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი