ეს არ არის ჩემი, ნიკას, ევროპული საქართველოს და გირჩის დაჯგუფება... აქ არის მესამე ძალა - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია ცალ-ცალკე და ეს არის მათემატიკური მოცემულობა, მისი ამოცანაა სრული დაქსაქსულობა ოპოზიციაში", - ამის შესახებ მოძრაობა "დროას" ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს.

როგორც ის თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის ერთიანობაზე საუბრისას ამბობს, მათი ამოცანა, არა მარტო ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება, არამედ საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, რომ ამ ქვეყანას აქვს პერსპექტივა: 

"ჩვენ ვამბობთ, რომ არცერთი ძალა არ არის ერთადერთი, ყველა მთელი ინტელექტუალური რესურსი რაც არის პოლიტიკურ სპექტრში აქ იპოვის თავის ადგილს. ლაპარაკობენ ხოლმე მესამე ძალაზე, ესაა მესამე ძალა, იმიტომ, რომ არ არსებობს დომინანტი ძალა... წინასწარვე ვამბობთ, რომ ესაა კოალიცია, მე გავდივარ "დროას" სიით, მაგრამ მაჟორიტარები გვეყოლება სხვადასხვა პარტიებიდან, მაგალითად "გირჩი - მეტი თავისუფლებადან", "ევროპული საქართველოდან", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, სხვა პარტიებისთვის კოალიციაში კარი ღიაა და შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. როგორც ელენე ხოშტარია ამბობს, ასეთი ერთიანობა კარგი კონტროლის მექანიზმიცაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი