ეს არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდევნო 10 წლის პერსპექტივას - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ჩემი ღრმა რწმენით, ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების მომდევნო ათი წლის პერსპექტივას" - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

ძალა არის ერთობაში. კოალიციური ძალა ახლავე გვინდოდა გვეჩვენებინა. ამ ქალაქში ყოველთვის ცხოვრობდა, ცხოვრობს და იცხოვრებენ ძალიან განსხვავებული შეხედულების პოლიტიკური გემოვნების ადამიანები. მეც, თქვენც, ელენესაც და ჩვენს მაყურებლებსაც გვყავს სანათესაოში, ოჯახში, სამეზობლოში, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები და ჩვენ ვთავაზობთ ამ მოდელით ყველა პოლიტიკური გემოვნება იყოს დაკმაყოფილებული...

ერთხელ და სამუდამოდ, თბილისი იმსახურებს, რომ იყოს წარმოდგენილი ფართო საზოგადოებრივი გემოვნების მატარებელი წევრები - ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და შემდეგ თავმჯდომარე, მე თბილისის მერობის კანდიდატი, გირჩიდან ვიცე-მერი და ევროპული საქართველოდან სხვადასხვა თანამდებობებზე... საზოგადოების ამ ყველაფრის დანახვა უნდა და საბჭოთა კავშირის შემდეგ ჩვენ რეალურად მერია გვაქვს, როგორც ინსტიტუტი, რომლიც მჭიდროდაა დაკავშირებული პარტიასთან..., - ამბობს ნიკა მელია. 

მისივე თქმით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მეტწილად სწორედ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული. 

ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოპოზიციაზე. შარშან რომ არჩევნებში, მიუხედავად გაყალბებისა, ვერ გაიმარჯვა ოპოზიციამ, ეს მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი არაა, ეს ოპოზიციის ბრალიცაა. ჩვენ შეცდომებზე ვისწავლეთ... - ამბობს მელია.

ნიკა მელია ამბობს იმასაც, რომ იმაში, რომ დღეს ის თბილისის მერობის კანდიდატია, "ლომის წვლილი მიუძღვის ელენე ხოშტარიას. დამარწმუნა რომ არ არის დრო გავდგე განზე. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა თბილისის მერობა და იდეაფიქსი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი