ხელისუფლების ვალდებულებაა მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან", - ასეთი განცხადება გააკეთა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

მისი თქმით, საპატრიარქოსა და ხელისუფლების თანამშრომლობა "ქვეყნის ინტერესებიდან" გამომდინარეობს:

"ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ნებისმიერი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მას ჰქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეკლესია არის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ხელისუფლების არა თუ პრივილეგიაა, ვალდებულებაცაა, რომ ჰქონდეს მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა საპატრიარქოსთან. წესით, ეს განცხადებაც ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ უნდა ტოვებდეს. ეს მარტივი რამაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებასა და საპატრიარქოს უნდა ჰქონდეთ მჭიდრო თანამშრომლობა, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი