ევროპარლამენტარი ანდჟეი ჰალიცკი საქართველოს პრეზიდენტის გაწყვეტილებას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
კარგი ახალი ამბავი საქართველოდან: პოლიტიკური პატიმრები, ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა შეიწყალეს. მაგრამ რატომ სანახევროდ?! გიორგი რურუა პოლიტიკური მიზეზით კვლავ პატიმრობაში რჩება. ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება მის გათავისუფლებას, რათა თანამშრომლობის გაგრძელება შევძლოთ, - წერს ჰალიცკი.