არავინ შემხმიანებია, ჩემ ზარებს არ პასუხობენ - უცნობია იძიებს თუ არა შსს წულუკიანის ქმედებას

გამოქვეყნდა:

საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ გამოუკითხავს "მთავარი არხის" ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც კულტურის მინისტრის თავდასხმის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კადრებში კარგად ჩანდა როგორ მიითვისა "მთავარი არხის" მიკროფონი მინისტრმა წულუკიანმა და როგორ შეუშალა ხელი ჟურნალისტს საქმიანობის განხორციელებაში, შსს საქმის გამოძიებას მაინც არ ჩქარობს.

"ფაქტთან დაკავშირებით არავინ არ შემხმიანებია. მეტიც, თავად შევეცადე გამერკვია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე საგამოძებო მოქმედება მიმდინარეობდა თუ არა, თუმცა ამაოდ, ჩემ სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობენ.

მაშინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაგვიბარა, რომ გამოკითხვის ოქმს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს გადაგვცემდნენ და შემდეგ რა სახის დავალებასაც მიიღებდნენ ისე გაგრძელდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, დავალებად მიიღეს, რომ პასუხი არ მქონოდა", - ამბობს ემა გოგოხია. 

ამ თემასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და ამჯერად "მთავარი არხის" ჟურნალისტიმიკროფონის დასაბრუნებლად სვანეთში "დაიბარა". წინააღმდეგ შემთხვევაში წულუკიანმა თქვა, რომ მომავალ შეხვედრამდე ჟურნალისტმა უნდა დაიცადოს. 

ცნობისთვის, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი