ხობში მოჭიდავეებმა პოლიციელებს სცემეს - არიან დაკავებულები

გამოქვეყნდა:

ხობში მოჭიდავეებმა პოლიციელებს სცემეს. დაკავებულია ოთხი ადამიანი. მათგან ორი მსოფლიო ჩემპიონია. მათ შორისაა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო პრიზიორი, ნუგზარ წურწუმია. 

დაპირისპირება ხობის ცენტრში მოჭიდავეებს შორის დაიწყო, სამართალდამცველებმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რასაც სპორტსმენების გაღიზიანება მოჰყვა. მათ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიცია იძულებული გახდა, მოჭიდავეები დაეკავებინა.

დაკავებულების ნაწილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, ნაწილს კი - წვრილმან ხულიგნობასა და დაუმორჩილებლობას.

ავტორი: ემა გოგოხია

იხილეთ ასევე:

დაპირისპირება ხობში - 4-მა ახალგაზრდამ სამ პოლიციელს სცემა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი