თბილისის მერია კიდევ ერთი ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციას იწყებს.
დღეს, ამის შესახებ, თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. ქეთევან წამებულის გამზირის სამშნებლო სამუშაოები ბიუჯეტს 13 მლნ ლარი დაუჯდება. მერიას სამშენებლო კომპანია უკვე ნაპოვნი ჰყავს.
გვყავს უკვე გამარჯვებული კომპანია. უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და უშუალოდ დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. სარეაბილიტაციო არეალი მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიიდან კაჩინსკის ქუჩამდე იქნება, დაახლოებით არის 2 კილომეტრამდე მონაკვეთი. საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ახალი წყლის სიტემის ჩადება მიწის ქვემოთ, ასევე, რა თქმა უნდა, გაზის კოპმანია იმუშავებს ამ მიმართლებით, რომ თავისი ქსელიც იყოს განახლებული. ანუ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს მთლიანად, - განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ.
დედაქალაქის მთავრობის სხდომას დღეს კალაძის ყოფილი მოადგილე, სოფო ხუნწარიაც ესწრებოდა. ხუნწარიამ გადადგომასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. უკვე ცნობილია, რომ ხუნწარიას ადგილს ანდრია ბასილაია დაიკავებს.