ქურდული მენტალობის მინისტრი, რომელიც "მთავარი არხის" ჟურნალისტს სვანეთში საქმის გასარჩევად იბარებს. თეა წულუკიანი არათუ გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებაზე, თავდასხმის რეჟიმში რჩება. როგორც ჩანს, წულუკიანის გავლენები პარტიაში იმდენად დიდია, "ოცნების" ლიდერებიც კი ვერ ბედავენ მის კრიტიკას და გამართლების გზებს ეძებენ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სენაკის განახლებულ თეატრში მომხდარი ინციდენტი პოლიციკური აქტი იყო, თუმცა იურისტი მდინარაძე, რომელმაც კარგად უნდა იცოდეს კანონი, იმაშიც უნდა იყოს გარკვეული, რომ ამგვარი აქტი დასჯადია.
"ოცნება" ვერაფერს ამბობს, რა რეაგირება ექნება პროკურატურას წულუკიანის უპრეცენდენტო საქციელზე, რადგან მინისტრის ძალადობრივი პერფორმანსი სრულად ჯდება "ოცნების" გაცხადებულ სიძულვილით სავსე მმართვის სტილში რომელიც ყოველი არჩევნების წინ კიდევ უფრო აგრესიული ხდება.