იაფფასიანი პროპაგანდა და სიძულვილი | თბილისში სიძულვილის პლაკატები ამ დრომდე არ ჩამოუხსნიათ

გამოქვეყნდა:

იაფფასიანი პროპაგანდა და სიძულვილი - სად გადის ივანივშილის "ოცნების" საარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი, ცნობილია, იცვლება მხოლოდ წლები, თუმცა არა ოლიგარქის გუნდის ბინძური და აგრესიული ბრძოლის მეთოდები.

თბილისში ამ დრომდე გამოფენილია ბანერები, რომელიც საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ ზიზღსა და სიძულვილს აღვივებს და ამ ბანერებზე პასუხისმგებლობას კრემლისტური სააგენტოს For.ge-ს მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი იღებს. იაკობაშვილი მჭიდროდ არის დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან" და მისი ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში, მათ შორის მერიაში არიან დასაქმებული.

პოლიტიკური ოპონეტებისა და კრიტიკული მედიამენეჯერების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის კამპანიიის უკან რომ ხელისუფლება დგას, ისიც ადასტურებს რომ იაკობაშვილს ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის არც სანქციები დაკისრებია და არც ბანერების ჩამოხსნას არავინ ჩქარობს.

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი