მუქარა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე - თათია წოწონავა თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ცნობისთვის, დღეს თათია წოწონავამ საჯარო სივრცეში მუქარის გამო გომელაურის უწყებას ოფიციალურად მიმართა. საქმე ეხება 10 ივლისს სოციალურ ქსელ TikTok-ში გავრცელებულ მასალას, რომელიც ჟურნალისტის პირდაპირ ეთერში ჩართვას ასახავს, კადრები მუქარის შემცველი ტექსტით არის დასათაურებული. ასეთივე გზავნილებია კომენტარებშიც.
ამავე თემაზე: