წულუკიანს არ ვიკადრებ | ტორესა მოსი "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარს ამბობს

გამოქვეყნდა:

მწერალი ტორესა მოსი ლიტერატურულ პრემია "ლიტერაში" მონაწილეობაზე უარს ამობობს. როგორც ტორესა მოსი წერს, ის არ აპირებს არცერთ პროექტში მონაწილეობას, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ იქნება დაფინანსებული.  

"გრძელ სიაში ჩემი ორდროშობანაცაა, თუმცა როგორც უკვე განვაცხადე უარს ვამბობ კულტურის სამინისტროს დაფინანსებულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობაზე. უკვე ველაპარაკე ჩემ გამომცემელს და შესაბამისად, ორდროშობანა მოიხსნება ლიტერადან. წულუკიანს არ ვიკადრებ მე. სანამ ეგ ქალია კულტურის მინისტრი სრულ ბოიკოტში ვიქნები მაგ უწყებასთან", - წერს ტორესა მოსი.

ცნობისთვის, დღეს, გამოქვეყნდა ლიტერატურულ პრემია "ლიტერას" მონაწილეთა სია გამოქვეყნდა, რომელთა შორისაც, ტორესა მოსის წიგნი - "ორდროშობანაც" იყო.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი