ხურჩა - ნაბაკევის მონაკვეთზე  ოკუპანტებმა მავთულხლართები  მეორედ გაავლეს 

გამოქვეყნდა:

ხურჩა-ნაბაკევის მონაკვეთზე  ოკუპანტებმა მავთულხლართები მეორედ გაავლეს  და საოკუპაცი ხაზი გაამაგრეს.

რუსმა სამხედროებმა სათვალთვალო  კამერებიც დააყენეს, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მიახლოებისას ავტომატურად ირთვება. გალის რაიონის დაბალი ზონის 84 კილომეტრიან ზოლზე ოკუპანტები კამერების დაყენებას მთელ პერიმეტრზე გეგმავენ.

მავთულხლართები ამ გზის ორივე მხარეზეა. წინათ იყო იქით მხარეს, ახლა ჩვენს მხარეზე არის გაკეთებული. ხდება უკვე ელექტროფიცირება ამ ე.წ. მავთულხლართების. აყენებენ ვიდეოკამერებს, მუშაობს მძიმე ტექნიკაც. თხრიან იქ, როგორც გადმოცემით ვიცი იქაური ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, ძალიან დიდ, უზარმაზარ ორმოებს თხრიან. ადამიანია კი არა, საქონელი რომ ჩავარდეს, ის ვერ ამოძვრება იქიდან. ალბათ ბარიერებისთვის უნდათ ეს, თუ რა დანიშნულება აქვს, არც მათ იციან და არც ჩვენ ვიცით, - ამბობს  ერთ-ერთი ადგილობრივი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი