ღია სივრცეში პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
"საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში, ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება",- თქვა გიორგი ღიბრაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი მოადგილის განმარტებით, თუ ქუჩაში 5-ზე ნაკლებ ადამიანთან ერთად გადაადგილდებით და პირბადე არ გიკეთიათ, არ დაგაჯარიმებენ.
ჯარიმის ოდენობა ისევ 20 ლარი იქნება.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.