ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა პირველკლასელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილ დამხმარე სახელმძღვანელოზე თავისი ფოტოსურათი განათავსა. საბავშვო წიგნი იმ 500-მდე მოზარდს გადაეცა, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან.
ჯონდო მდივნიშვილი ამბობს, რომ სახელმძღვანელოში მისი ფოტოსურათისა და ხელმოწერის განთავსება მას უხერხულობას არ უქმნის.
"მე მგონი პოლიტიკურ მიმართულებას არ უკავშირდება და თვითონ წიგნი რომაა ძალიან კარგია, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ მაგასთან დაკავშირებით...მაპატიეთ ჩართვა მაქვს სხვა დროს",-თქვა მან.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯონდო მდივნიშვილის მხრიდან ეს პოლიტიკური ნაბიჯია, ვინაიდან მდივნიშვილი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მერის კანდიდატურაზე მეორედ იყრის კენჭს.