რაში დასჭირდა ქართულ ოცნებას კიდევ ერთი ტყუილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალება პარტიისთვის მიუღებელი და მოულოდნელი იყო - რაში დასჭირდა ქართულ ოცნებას ამ ტყუილის თქმა. 

გუშინ გაკეთებულ განცხადებაში ზურაბიშვილმა თავად აღიარა, რომ შეწყალებამდე მან კონსულტაციები გაიარა პირადად  ივანიშვილთან და  მმართველი გუნდის სხვა ლიდერებთანაც. ზურაბიშვილის უხერხული აღიარების გამო ქართული ოცნება ისევ თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა. 

პარტიის გენერალლურმა მდივანმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილის ამ გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა.

არ მქონდა კომუნიკაცია და არ მქონდა ინფორმაცია ამის შესახებ. ეს გავიგე ბრიფინგით და ბრიფინგის შემდეგ ერთერთ ქუჩაზე, სამუშაოების დასათვალიერებლად რომ მივედი, მაშინ გავაკეთე კომენტარი, - ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე. 

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს აცნობებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. 

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებაში ვკითხულობთ:

ის, რომ ბრიფინგამდე პრეზიდენტმა ჩამაყენა საქმის კურსში, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ეს ურთიერთპატივისცემის საკითხია. ვინც პოლიტიკაში არიან, მათგან მიკვირს ასეთი აჟიოტაჟი. 

ოპოზიციის მოსაზრებით, ეს პროცესი იყო გათამაშებული და ბიძინა ივანიშვილმა დაავალა პრეზიდენტს, რომ შეეწყალებინა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. 

ძალიან უხერხული მდგომარეობაა, როდესაც ჯერ გვასაღებდნენ ტყუილს, რომ თითქოს ზურაბიშვილმა თავისით შეიწყალა და არ იცოდა ბატონმა ივანიშვილმა და არ იცოდა არავინ. ეს ეჭვი ხო გააქარწყლა ზურაბიშვილმა. მაგრამ ამით რეალურად გვითხრა, რომ ივანიშვილის მეცადინეობის გარეშე მე ვერ შევიწყალებდიო, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. 

ოპოზიცია დღეს საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება მალე შეასრულოს 8 მარტის ხელშეკრულების პირობები, რათა მეტად არ დაზიანდეს არც თავად "ქართული ოცნება" და არც სახელმწიფოებრივი ინტერესები. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი