ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დემსის შეხვედრები პარლამენტში დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დემსიმ 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მედია დაცული უნდა იყოს. მისივე თქმით, ხელისუფლება არა მხოლოდ ფაქტით, არამედ მიზეზებითაც უნდა დაინტერესდეს, ვინ და რა მიზნით წააქეზა ჟურნალისტებზე ძალადობა.
"რაც მოხდა აბსოლუტურად მიუღებელია, ეს ცხადია, მაგრამ საჭიროა კიდევ განვაცხადოთ, რომ ასეა. ქუჩაში ძალადობა უნდა კონტროლდებოდეს შეძლებისდაგავარად. არ ვიცი, ეს მოხდა განზრახ თუ არა, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ თუ თქვენ გსურთ, გაუფრთხილდეთ სიტყვას და მედიის თავისუფლებას, მედია უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა მედიასთან დაკავშირებით უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს არა მხოლოდ იმასთან, თუ რა მოხდა და ეს ასეც ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, არიან დაკავებულებიც, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისინი დაინტერესდებიან ყველაზე მცირე დეტალებითაც კი, რომ გაეცეს პასუხი შეკითხვას, რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ვინ წააქეზა ეს და რა მიზნით, მსგავსი რამ აღარ უნდა გამეორდეს.
თუ არის აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის წინააღმდეგ, მისი დიდი წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვისა და თავისუფლების გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება, რა ხდება და რა აზრი გვაქვს ამაზე. ცხადი უნდა იყოს, რა არის აზრი და როგორია ფაქტი და ეს პრობლემა არ არის, თუ გარკვეულ დაძაბულობას ქმნის ასეც შეიძლება იყოს, თუ ცნობილია, რა არის ფაქტი და რა აზრი, ამის შესახებ პრემიერს და სხვა მთავრობის წევრებთანაც ვილაპარაკებ, მაგრამ პრესის თავისუფლების შეზღუდვა ნამდვილად არის ის, რასაც მე არ მოვიწონებ,-თქვა რიკ დემსიმ.
PAEC-ს პრეზიდენტი, რიკ დემსი საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს. მოგვიანებით შეხვედრა დაგეგმილია, პრემიერმინისტრთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შს მინისტრთან.