5 ივლისზეც გვქონდა საუბარი, განვმარტეთ მიზეზები, მათ შორის ძალადობის ვერ აღკვეთის - კობახიძე დემსისთან შეხვედრაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დემსისთან შეხვედრისას საუბარი 5 ივლისის ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასაც შეეხებო. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა მომხდართან დაკავშირებით რიკ დემსის დეტალური ინფორმაცია გააცნეს, ამასთან, მისი თქმით, ისაუბრეს იმ მიზეზებზეც, რატომაც ვერ აღკვეთეს ძალადობა.

"5 ივლისის თემაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ ასამბლეის პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მწუხარება იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და დავგმეთ. რაც მოხდა, რა თქმა უნდა, არის ძალადობა და დეტალები განვმარტეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ ყველაფერის მიზეზი, მათ შორის, ძალადობის ვერ აღკვეთის მიზეზი და გავაცანით დეტალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმრთება გამოძიების პროცესი",-თქვა ირაკლი კობახიძემ.

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა PACE-ს პრეზიდენტმაც. მისი თქმით, ხელისუფლება არა მხოლოდ ფაქტით, არამედ მიზეზებითაც უნდა დაინტერესდეს, ვინ და რა მიზნით წააქეზა ჟურნალისტებზე ძალადობა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი