ნათელია, რომ პოლიტიკური რეპრესიების ნაწილია... ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში - ელენე ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"საგანგაშოა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "მთავარ არხში" შევიდა ფინანსური პოლიცია, რაც დაანონსებული იყო რეპრესიული სახით, სულ ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძის, "ქართული ოცნების" მხრიდან", - ამბობს ელენე ხოშტარია საგანგებო ბრიფინგზე "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე, პირიქით, ჟურნალისტებს ყოველდღიური ძალადობის რეჟიმში უხდებათ მუშაობა.  

"ნათელია, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ნაწილი, ეს ხდება ძალიან საშიშ კონტექსტში, მედიაზე დაუფარავი, მიზანმიმართული ძალადობისა და თავდასხმების ფონზე... ეს ხდება "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების პირდაპირი მითითებით, ორგანიზებით, მაგალითებით, რასაც ემსახურებოდა თეა წულუკიანის ბანდიტური გამოხტომა "მთავარის" ჟურნალისტის მიმართ", - ამბობს ხოშტარია. 

მისი თქმით, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ "მედია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ მიიტაცა ოლიგარქიულმა რეჟიმმა". 

"ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ამ რეპრესიებისა და თავდასხმების ფონზე, მედია არის უპრეცენდენტოდ კონსოლიდირებული, უპრეცენდენტოდ აქტიური სამოქალაქო პოზიციის, იბრძვის და იცავს არა საკუთარ უფლებებს, არამედ, ამ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა მოქალაქის თავისუფლებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მედია საკუთარი თავისთვის კი არ მუშაობს, საკუთარ ტელევიზიას კი არ ემსახურებიან, ემსახურებიან ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ ინტერესს, რომ ჰქონდეთ ობიექტური ინფორმაცია, იყოს მათი უფლებები დაცული და ჩვენ ვიყოთ ნორმალური ცივილიზებული და დაცული საზოგადოება", - თქვა მან. 

ელენე ხოშტარიამ ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ამ სააფრთხეების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებს და საზოგადოებას მოუწოდა, რომ "თუ დავკარგეთ მედია, ჩვენ ყველა აუცილებლად დავკარგავთ თავისუფლებას, სიმშვიდეს და უსაფრთხოებას"

ხოშტარიამ ასევე ხელისუფლებას მიმართა და უთხრა, რომ მედიასთან ბრძოლა "არ გაუვათ", მედიის დაცვა კი ყველა პოლიტიკოსის მოვალეობაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი