ეკა ბესელია გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას აღნიშნავს, რომ ძალიან შეშფოთებულია ხუნდაძის ინიციატივით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე მიეცეს .
იგი ამ კანონპროექტს ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ფორმატი, რომელიც დაჩქარებული წესით, ყოველგვარი განხილვისა და ანალიზით მიღებას გულისხმობს, ბესელიას აზრით, არასწორია, მით უფრო, რომ ამ კანონპროექტის არც ერთი ავტორი იურისტი არ არის.
პარლამენტი ამბობს, რომ გამოვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას და მთავრობას მივცემ გარკვეულ უფლებებს, მაგრამ პარლამენტი ამას აკონტროლებს. კონსტიტუცია ამბობს, რომ ყველა ამ უფლების შეზღუდვა არის განსაკუთრებული უფლება და თუ იზღუდება, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროსო. ეს კანონი კი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება შეგზღუდოთო, - ამბობს ეკა ბესელია.
აღსანიშნავია, რომ იურიდიულმა და ადამიანთა უფლებების კომიტეტებმა, რომელთაგანაც, მსგავსი კანონების შემთხვევაში, ერთ-ერთი მათგანი მაინც იყო წამყვანი, კანონპროექტის განხილვაზე უარი განაცხადეს. ამას ეკა ბესელია პროცესის უკიდურესად დაჩქარების აუცილებლობით ხსნის.