5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმასთან დაკავშირებით გიგა მაქარაშვილი გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

5 ივლისს "სირცხვილიას" ოფისში მომხდარ თავდასხმის ფაქტზე მოძრაობის წევრი, გიგა მაქარაშვილი, დაკითხვაზე მივიდა - სამოქალაქო აქტივისტები საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ მათი მიმართვის შემდეგ დაიბარეს. 

"თვითონ არ მოინდომებენ სიმართლის გაგებას, არც განსაკუთრებული მოლოდინი მაქვს, რომ ეს უწყება ამ მთავრობის პირობებში რამეს გამოიძიებს და რაიმე შედეგი დადგება, თუმცა ისევე, როგორც სხვა საქმეები ეს საქმეც აუცილებლად მოხვდება სტრასბურგში, თუ ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს",- ამბობს აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. 

მაქარაშვილის ადვოკატი, ივანე ჩიტაშვილი აღნიშნავს, რომ გამოძიებას 3 კვირაზე მეტი არ უნდა დასჭირვებოდა ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების გამოსავლენად, რადგან მათი კადრი, რაც  მედიაში გავიდა კვლავ არსებობს. 

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები, "ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, სწორედ "სირცხვილიას" ოფისის დერეფანში გაუსწორდნენ, შემთხვევიდან მალევე, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაიცვლილი ნახეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი