თუ პარლამენტი უარს ამბობს თავის უფლებამოსილებებზე, კითხვები ჩნდება - მარიამ ჯაში

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში "დღის სტუმარში" საუბრისას შეეხო დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტს, რომელიც საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე მთავრობას შეზღუდვების დაწესების უფლებას ანიჭებს . 

პრობლემა ის არის, რომ როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უარს ამბობს საკუთარ უფლებამოსილებაზე, სრულ დელეგირებას აკეთებს ამდენად მნიშვნელოვანი საკითხის ხელისუფლებაზე, მით უმეტეს, წინა საარჩევნო, საკმაოდ სენსიტიურ პერიოდში, ეს აჩენს კითხვებს, - აცხადებს მარიამ ჯაში. 

მისი თქმით, ამ კრისიზულ პერიოდში პარლამენტის წევრები, იქნებიან ისინი უმრავლესობაში თუ ოპოზიციაში, ვალდებულნი არიან, 24 საათიან რეჟიმში იყვნენ მობილიზებული, რომ ნებისმიერ მომენტში განიხილონ პარლამენტში შემოსული წინადადებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი