"თუმცა როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება. [...] ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, მოვუწოდებთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ხელი შეუწყონ არჩევნების ჯანსაღ და ნაკლებად პოლარიზებულ გარემოში ჩატარებას, თავი შეიკავონ საბოტაჟისგან და მიიღონ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შედეგი, რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს ის მათთვის".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.