ამერიკის ელჩი კელი დეგნანი 8 მარტის შეთანხმებასა და ქვეყნის სასამართლო სისტემის შესახებ

გამოქვეყნდა:

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვირტუალური პრესკონფერენცია გამართა. ამერიკელმა დიპლომატმა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდა. 

8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და ყველა მხარემ იცის, რაზე მოაწერა ხელი, - ამბობს ამერიკის ელჩი. 8 მარტის შეთანახმება სწორედ კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის მედიაციით შედგა და, შესაბამისად ამერიკის ელჩმა ყველაზე კარგად იცის, რა ჩაიწერა ამ შეთანხმებაში.  

დეგნანი მადლობას უხდის ზურაბიშვილის პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ამბობს, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს ნაბიჯი გამოადგება ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს 

პრეზიდენტმა მიღო გაბედული გადაწყვეტილება სიტუაციის დეპოლარიზაციისა და დაძაბულობის გასანეიტრალებლად. კარგად ჩანდა, რომ ეს მისთვის რთული გადაწყვეტილება იყო. მან ქვეყნის მომავალი დააყენა წინ თავის პირად შეხედულებებზე. ასე უნდა იქცეოდეს ნამდვილი ლიდერი. ვიმედოვნებ, მისი ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციასა და სამართლიანი საარჩევნო სისტემების  შექმნას, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.  

კელი დეგნანმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსეობის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ეს დემოკრატიის მთავარი ქვაკუთხედია და პოლიტიკურ დავებთან ერთად ქვეყნის საინვესტიციო გარემოსაც ეხება.

იმისთვის, რომ ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას ამისთვის ხელსაყრელი გარემო, აუცილებელია დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლო სისტემა, როდესაც ინვესტორი მოდის ქვეყანაში, მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ სასამართლო სისტემა არის სანდო. ამიტომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებას, - გაუსვა ხაზი ამერიკელმა დიპლომატმა. 

ელჩის პოზიციით, მრავალპარტიული პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად და დემოკრატიული სისტემის გასამყარებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებები, რომელსაც საკონსტიტუციო შეთანხმება მოიტანს. 

დეგნანმა ისაუბრა, თუ რას მოიცავს ქართულ-ამერიკული სტრატეგიული თანამშრომლობა, რომ ის ითვლის ათწლეულებს და ამერიკული მხარე არ ზოგავდა რესურსებს, როგორც მატერიალურს, ისე სტრატეგიულ პარტნიორობას, რომ ქვეყანა ყოფილიყო დემოკრატიულ გზაზე და ჰქონოდა მყარი ინსტიტუტები.    

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი