
არის თუ არა გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი - კელი დეგნანმა დღეს დიპლომატიური ეთიკა არ დაარღვია, თუმცა მიანიშნა, რომ მხარეებმა კარგად იციან, რაზე შეთანხმდნენ დიპლომატების თანდასწრებით.
მისი განცხადებით, 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება აუცილებელია პროგრესისთვის.
დამატებით ახსნას აღარ საჭიროებს, მხარეებმა იციან, რა პირობაა იქ, რა პირობებზე დათანხმდნენ. მისი სრული განხორციელება არის ქვეყნის ინტერესებში, რადგან ეს არის მიმართული პარალიზებული პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციისკენ და უკეთესი პირობების შექმნისაკენ 2020 წლის არჩევნებისთვის, - აცხადებს დეგნანი.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმაში აისახოს ყველა რეკომენდაცია, რაც აქვს ეუთო-ოდირს. ,