მზად ვართ, განვიხილოთ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი - კარასინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილოს. 

"ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი. ვფიქრობ, ეს ადრე თუ გვიან გადაწყდება", - თქვა კარასინმა.

თუმცა, კარასინს საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისივე თქმით, 
რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა შესაძლოა სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართოს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი