საგადასახადო სამსახური "მთავარი არხის" გაყიდვების სახლში | ხელისუფლების მუქარა კრიტიკულ არხებს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ ბოლო დემოკრატიული ინსტიტუციის დემონტაჟი დაიწყო. მედიაზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და თავდასხმების პარალელურად, ხელისუფლება კრიტიკულ არხებს ახალ ფინანსური რესურსების გადაკეტვითაც ემუქრება.

რამდენიმესაათიანი ინტერვალით შემოსავლების სამსახური "მთავარი არხის" ფინანსების შესწავლას იწყებს და იმ კომპანიებში შედის, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ და სარეკლამო დროს ყიდიან. კიდევ ერთი დარტყმის სამიზნე ის კომპანიაა, რომელიც "მთავარი არხისა" და კრიტიკული მედიის რეიტინგებს ითვლის.

ხელისუფლება კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემას ითხოვს, რაც მთლიანი სარეკლამო ბაზარს ანგრევს და ჩვენი შემოსავლის ერთადერთ წყაროს კეტავს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კი ცოტა ხნის წინ მორიგი განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ "შემოსავლების სამსახურს არ მოუთხოვია ე.წ. "ფიფლმეტრების" განთავსების ოჯახების ბაზის გახსნა, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენს შესწავლის მიზანს". მათივე თქმით, "აღნიშნული პროცედურა არ წარმოადგენს საგადასახადო კონტროლს, პირიქით, არის საკონსულტაციო-პრევენციული ხასიათის და მიზნად ისახავს გადასახადის გადამხდელის დაზღვევას შეცდომებისაგან".

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი