დაბნეული და კიდევ ერთხელ სახედაკარგული მინისტრი - თეა წულუკიანს დღეს "მთავარი არხის" 2 მიკროფონის დანახვის შემდეგ, მორიგი პოლიტიკური აქტის სურვილი აღარ გასჩენია. "ოცნების" სტაჟიანმა მინისტრმა ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა - "სად ინახავს ნაძარცვს"?
წულუკიანი დღეს გამონაკლისი არ ყოფილა, მის მსგავსად, მედიის შეკითხვებს ყველა მეოცნებე გაექცა.
ისევე როგორც მერობის კანდიდატის წარდგენაზე ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც, დაცვა გააძლიერეს, ჟურნალისტებს კი შემოსაზღვრული ტერიტორიიდან მთავრობასთან მიახლოების მინიმალური შესაძლებლობა ჰქონდათ. ჟურნალისტებისგან დაცვის უპრეცენდენტო ზომები მიიღეს პრემიერმინისტრისთვის. იმისათვის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გარანტირებულად ყოფილიყო მიუწვდომელი, ესკორტმა ის სცენამდე მიაცილა და გააცილა.