ტონს დაუწიე, სკანდალი გინდა, ახლა შენ... - კანონპროექტის განხილვას, რომელიც მთავრობას შეზღუდვების დაწესებას უკანონებს დაპირისპირება მოჰყვა 

გამოქვეყნდა:

ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და კორონა დიქტაურის დამყარების მცდელობა - ასე აფასებს ოპოზიცია კანონპროექტს, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. 

ხმაურიან ცვლილებების პროექტი დღეს ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მიზეზიც გახდა.

დოკუმენტი, რომელსაც სრულიად ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება, პარლამენტის ნებართვის გარეშე მისცემს მთავრობას უფლებას, გაამკაცროს საკარანტინე ზომები.

ასევე შეუძლია აკრძალოს ადამიანების შეკრება, დახუროს ქალაქები და შეზღუდოს სატრანსპორტო გადაადგილება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი