დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, პატივს სცემენ ყველა აზრს - პავილიონისი

გამოქვეყნდა:

"ვიმედოვნებ მთავრობა ამ რადიკალიზმს შეაჩრებს, 5 ივლისის ძალადობაზე შესაბამის გამოძიებას ჩაატარებს, მოსპობს სიძულვილის ენას და ძალადობას, რომელიც ძალიან შესამჩნევი გახდა. დემოკრატიაში ოპოზიციას რადიკალურ ძალად არ მოიხსენიებენ, ყველა აზრს პატივს სცემენ, ცდილობენ საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. იგივე ეხება მედიასა და სიტყვის თავისუფლებას, როდესაც მედიასა და სიტყვის თავისუფლებაზე შეტევას მიიტან ეს ავტოკრატიაზე მიუთითებს. მედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დაცვა მიუთითებს, რომ შენ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებისა და კრიტიკის არ გეშინია.

საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა ქნას, რომ სიძულვილი და ძალადობა შეაჩეროს, გამოავლინოს ორგანიზატორები, რომლებიც ჩვენი ინფორმაციით, რუსეთთან კავშირში არიან, ჩვენ გვჭირდება საქართველო, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს, ჟურნალისტების თავისუფალ სიტყვასა და უმცირესობას იცავენ. არავის აქვს უფლება ჟურნალისტს მოქმედების საშუალება შეუზღუდეს, კანონის უზენაესობა ყველას უნდა შეეხოს, რუსული მეთოდებით პრობლემების მოგვარება არ შეიძელბა, ეს კი ნიშნავს, რომ უნდა იყოთ დემოკრატიული და ერთიანი".

თქვა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა 5 ივლისსა და მის შემდეგომ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე, მედიაზე გახშირებულ შეტევებზე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი