ქართული ოცნება დიპლომატებს შორის გადანაცვლებებს იწყებს. ვლადიმერ კონსტანტინიდი ადასტურებს, რომ იგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მიხეილ ნინუა შეცვალა. ამ უკანასკნელმა პოზიცია ცოტა ხნის წინ დატოვა.
მთავარი არხის ინფორმაციით, ადგილებს გაცვლიან ასევე ნატოსა და გაეროს ჟენევის ოფისში საქართველოს წარმომადგენლები ალექსანდრე მაისურაძე და ვიქტორ დოლიძე. მისიების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
დიპლომატიურ კარიერას დაიწყებს ასევე შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, იგი ეუთოში საქართველოს წარმომადგენლად დაინიშნება.
ზალკალიანის უწყებამ, დასავლეთის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ, საგარეო ფრონტზე პოზიციების გამყარების პროცესი დაიწყო.