"ქართულმა ოცნებამ" კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატების შიდა პარტიული წარდგენა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, თუმცა მედია საშუალებების წარმომადგენლები ღონისძიებაზე არ დაპატიჟეს. ადგილზე "მთავარი არხისა" გამოჩენას მმართველი გუნდის დეპუტატების აგრესია მოჰყვა და ჟურნალსიტებს დარბაზი დაატოვებინეს.
"მიბრძანდით, ვერ გაიგეთ რა გითხარით, ტერორი არ არის საჭირო, გთხოვთ მიბრძანდეთ, შიდა თათბირი გვაქვს... პროვოკატორები ხართ, გაბრძანდით... გაბრძანდით, ტერორისტული ორგანიზაციასავით ნუ იქცევით",- თქვა ქადაგიშვილმა.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი კი "მთავარი არხის ჟურნალისტს" პოლიტიკური საქმიანობის შესრულებაში ადანაშაულებდა და მასთან კომენტარზე უარს ამბობდა.
"თქვენ სხვა პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ. ჟურნალისტობაზე თქვენ სამწუხაროდ უარი თქვით, თქვენ კი არა, უფრო სწორად, თქვენმა ხელმძღვანელობამ. მე მინდა მედიასაშუალებას მივცე ინტერვიუ. ვახო სანაიას და მისი მხარდამჭერების საჯარო ქცევა ხო გაქვთ ნანახი მიშა სარჯველაძესთან, თქვენ თუ ახლა საჯაროდ იტყვით, რომ ეს არის ჟურნალისტიკის ეთიკის ნორმებში, მაშინ მოგცემთ ინტერვიუს",-გურამ მაჭარაშვილი.
"ქართული ოცნების" პირველი შეხვედრა სასტუმრო "ვალდ ჰოტელში" გაიმართა, სადაც მოქმედი მერის, ჯონდო მდივნიშვილის კანდიდატურა განიხილეს. თავად მდივნისვილი ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.