„ოცნება“ Facebook-მა ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში ამხილა და ასობით გვერდი გაუუქმა. 300-ზე მეტი სხვა გვერდი,რომლითაც „ქართული ოცნება“ ყალბ ახალ ამბებს ავრცლებდა, ოპოზიციის დიკსრედიტაციას ახდენდა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე ბინძურ ჭორებს ავრცელებდა დაბლოკილია.
ფეისბუქის ადმინისტრაციამ გამოძიების შედეგად დაადგინა,რომ ტროლების უკან საქართველოს ხელისუფლება და პარტია „ქართული ოცნება“ დგანან. ივანიშვილის პარტიის მხილება კი ფეისბუქის ოფიციალური განცხადებით მოხდა.
დგინდება, რომ „ქართული ოცნება“ ინტერნეტ ტროლებით მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს არ ებრძოდა. გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ მმართველი პარტია ანტიდასავლურ პროპაგანდასაც ეწეოდა. ეს უპრეცედენტო მასშტაბის სკანდალია, რომელშიც ივანიშვილის გუნდი გაეხვა, რადგან ირკვევა, რომ დიდი ფულის დახარჯვით ის საქართველოს მოქალაქეებს აჯერებდა, რომ დასავლეთი ცუდია.
გამოძიების შედეგად ფეისბუქმა დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის საინფორმაციო ომს აწარმოებდა. მხოლოდ ფეისბუქზე ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის 1 მილიონ ლარამდეა დახარჯული. ამ ფასად სოციალურ ქსელში 500 მილიონჯერ რეკლამის ამონათების ყიდვაა შესაძლებელი. ბოლო სტატისტიკით საქართველოში ფეისბუქი 2 მილიონამდე მოქალაქეს აქვბს. გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ ყალბი ახალი ამბების მსხვერპლი ერთი ადამინი 250-ჯერ ხდებოდა.
საქართველოს ხელისუფლება მსოფლიო დიქტატორული რეჟიმების ხუთეულშია, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ყალბ ახალ ამბებს აწვდის და ამაში დიდ ფულს ხარჯავს. ახლა გამოსაძიებელია ეს მილიონი პროპაგანდისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაირიცხა თუ ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშებიდან.
ფეისბუქის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ოცნება“ ყალბი ახალი ამბებით განსაკუთრებით წინაასარჩევნო პერიოდში ბომბავდა. ფეისბუქის ადმინისტრაციას იმ გვერდების შესახებ ინფორმაცია, რომელიც პარტიულ პროპაგანდას ეწეოდა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დისკრკედიტაციას ახდენდა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიაწოდა.
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწეოდა მთელი დღეა დუმილის უფლებას იყენებს.
„ქართული ოცნების“ ტროლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო თუმცა არ დასრულებულა. პრეცედენტის შექმნის შემდეგ ახლა უკვე ბევრად მარტივი იქნება სოციალური ქსელიდან იმ ვირტუალური ადამინების წაშლა, ვინც განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებს მორალურ ტერორს უწყობს.