დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ის პარლამენტს ტოვებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის. კორძაია განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.
"მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტის შესახებ განცხადებას აუცილებლად წარვადგენ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება აუცილებლად სათანადოდ შეფასდება ოქტომბრის არჩევნებზე,- თქვა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა. მისივე თქმით, გუნდის წევრები მისი თხოვნით, ფორმალურად რჩებიან პარლამენტში.